- ინტეგრაცია
- • ძალიან ზოგადად, ეს არის ცალკეული ელემენტების გაერთიანებისა და კოორდინირების პროცესი. ინტეგრირება - ჰარმონიულ და კოორდინირებულ ერთიან მთლიანობად გადაქცევა, რაც განპირობებულია გადაწყობით, რეორგანიზაციითა და, შესაბამისად, ელემენტებისა და ნაწილების დამატებით ან ჩამოშორებით. ინტეგრაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით, როდესაც „ელემენტებად“ მოიაზრებიან პიროვნებები/ადამიანები, რომლებიც განსხვავდებიან თავისი მახასიათებლებით (რასა, სქესი, რელიგია, ეთნოსი, სოციალური კლასი და ა.შ.).Source: ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.,• სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესი, რომლის მიზანია ცალკეულ ჯგუფთა თვითიდენტიფიკაციის ერთიან საზოგადოებრივ და კულტურულ ჩარჩოებში მოქცევა Democracy at the level T.D Sisk. IDEA.2001).Source: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის - თბ. : საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004
Georgian encyclopedia. 2013.